პოდოლიაკმა ომის დაწყების შემდეგ პუტინის 5 მთავარი "წარმატება" დაასახელა

გამოქვეყნდა:

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა წარმატებით შეძლო ხუთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ისაუბრა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით "პუტინის შესანიშნავმა გეგმამ“ წარმატებით განახორციელა შემდეგი პუნქტები:

  • რუსეთის გაძევება ევროპიდან.
  • უკრაინაში "რუსული მშვიდობის" საბოლოო თვითმკვლელობა.
  • რუსული არმიის თვითდისკრედიტაცია და განადგურება.
  • რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია.
  • პუტინის ბოლო მიღწევა და მისი „პირადი ჯილდო“ იყო ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაპატიმრების ორდერი.

როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მომავალში "რუსეთისთვის ყველაფერი უარესად იქნება". 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი