ომის დამნაშავე დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

 

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა.  ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ოკუპირებულ სევასტოპოლში "კორსუნის" სამხატვრო სკოლისა და საბავშვო ცენტრის შესამოწმებლად ჩავიდა.

პუტინის ყირიმში ჩასვლა სავარაუდოდ ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავს უკავშირდება. 

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის თებერვლის ბოლოს -  მარტის დასაწყისში მოახდინა.
16 მარტს ოკუპანტებმა ჩაატარეს ფსევდორეფერენდუმი ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების შესახებ, 18 მარტს კი ამ ფსევდოკენჭისყრის „შედეგები“ რუსეთმა დოკუმენტურად დააფიქსირა უკრაინის ტერიტორიის მიტაცება გააფორმა.

 შეგახსენეთ, გუშინ, 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პუტინის დაკარების ორდერი გამოსცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი