ოკუპანტებს კადრების დეფიციტი აქვთ - რუსეთი ოკუპირებულ რეგიონებში ექიმებისა და მასწავლებლების გაგზავნას გეგმავს

გამოქვეყნდა:

რუსეთს  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ 250 მედიკოსის და მასწავლებლის გაგზავნა სურს,  - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრზე დაყრდნობით  ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუს დამპყრობლებს კადრების დეფიციტი ჯანდაცვისა და განათლების სფეროში აქვთ. 

"ოკუპანტები გეგმავენ ექიმთა ახალი ჯგუფის შეყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟიეს ოკუპირებულ რეგიონებში. საუბარია 250 კადრზე,  საიდანაც 125 ექიმია და 125 ექთანი", - წერია ინფორმაციაში.

გარდა ამისა განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსები მასწავლებლების ხერსონის რაიონში წაყვანასაც გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი