შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის ცნობით, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა - "მარცვლეულის ინიციატივაზე" შეთანხმება კიდევ 120 დღით გახანგრძლივდა", -  წერს ის.

კუბრაკოვმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ისევე როგორც ყველა პარტნიორ ქვეყანას ერთობლივი ძალისხმევისთვის, რათა გაეგრძელებინათ დოკუმენტის მოქმედების ვადა კიდევ 4 თვით. 

 

სწორედ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში. შეთანხმება მიზნად ისახავს გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი