დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მომავალ კვირას დააპატიმრებენ. სოციალურ ქსელ Truth-ში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი წერს, რომ სამშაბათს დააკავებენ. ის მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს.
შესაძლო დაკავება კი ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს უკავშირდება.
პორნომსახიობი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ შეენახა.
დენიელსმა ტრამპს და მის ადვოკატს სასამართლოში უჩივლა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციამ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან გაჟონა.