დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში, კრამატორსკი დაბომბეს.
მისი ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები.
კირილენკოს თქმით, რუსები მიზანმიმართულად ურტყამდნენ ქალაქს და ცდილობდნენ მოეკლათ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.