პუტინი შეუერთდა იმ დიქტატორების სიას, ვისაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალი წაუყენა და დაპატიმრების ორდერი გასცა.
კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები, გენოციდის ორგანიზება, სამხედრო დანაშაულების ხელშეწყობა და წახალისება - ეს იყო ის ბრალდებები, რაც სხვადასხვა დროს ჰააგის სასამართლომ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის დიქტატორს წაუყენა.
მათზე ვისზეც დაკავების ორდერები გაიცა, ნაწილი მოხვდა ჰააგის ტრიბუნალზე და გასამართლდა, ნაწილი კი გასამართლებამდე გარდაიცვალა, ან სიკვდილით მისივე ხალხმა დასაჯა.