ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლითი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
"სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები. საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების გარდა, შეეხო საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამომავლო სამუშაო გეგმებს." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრები.