მოვუწოდებ რუსულ ოცნებას პოლონელ ექიმებზე ხვალიდანვე უსწრაფესად გასცეს დოკუმენტირებული თანხმობა - ხაბეიშვილი 

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პოლონელი ექიმების გაჭიანურებულ ვიზიტზე ისაუბრა. 

ხაბეიშვილის თქმით, მაშინ, როდესაც 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება და ის ოფიციალურად აღიარეს მთავარ ბოროტებად, "ქართული ოცნება" წამებით კლავს პუტინთან მებრძოლ მიხეილ სააკაშვილს და ეს  კრემლის საამებლად და ივანიშვილის დავალებით ხდება.

"ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში რატი ბრეგაძისგან გვესმის განცხადებები, რომ თურმე შეუძლია ჩამოვიდნენ და თურმე მზად არის, რომ თანხმობა გასცეს, თუმცა ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. 

მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ ოცნებას და მოვუწოდებ, ახალ კვირაში, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა. არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით. ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან მაშინვე ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ლევან ხაბეიშვილმა პირადად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოუსმინოს მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებიტ საკუთარ შეშფოტებაზე საუბრობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი