"სისტემური კორუფციის კლასიკური მაგალითია" - გაჭიანურებული და არასწორად შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის ცენტრში 

გამოქვეყნდა:

გაჭიანურებული რეაბილიტაცია თბილისის ისტორიულ უბნებში - გუდიაშვილის მოედნისა და საიათნოვას ქუჩაზე აღდგენითი სამუშაოები წელიწად-ნახევრის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამ დრომდე მოსახლეობას მტვერსა და სამშენებლო ქაოსში უწევს ცხოვრება.

ადგილობრივები 5 წელია გაასახლა მერიამ ქირით და ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. ქირის საფასურს კი თბილისის მერია ბიუჯეტიდან იხდის. 

სამუშაოების შემსრულებელი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანია "ანაგია". 

ადგილობრივების მტკიცებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები არაკეთილსინდისიერად და ვადების დარღვევით მიმდინარეობს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ დარღვეულია მესაკუთრეებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, დარღვეულია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის ავთენტური ნაწილის რეაბილიტაციის ნორმები. 

"იმის ნაცვლად, რომ ფონდი რეაგირებდეს მესაკუთრეების წერილებზე, მუქარაზე გადავიდა და მესაკუთრეებს ეუბნება, რომ ხელშეკრულებებს გაწყვეტს. ეს არის კლასიკური მაგალითი სისტემური კორუფციის. კახი კალაძეს მოვუწოდებ, რომ ნაცვლად პოლიტიკური განცხადებების, საკუთარი უფლება-მოვალეობებით დაკავდეს",- ამბობს ლაშა ფარულავა. 

ცნობისთვის, მოქალაქეებმა თბილისის მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი