ახლა უკვე საერთაშორისო ძებნილად და ომის დამნაშვედ გამოცხადებული პუტინი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაწილ-ნაწილ პირდაპირ რუსეთის ფედერაციას უერთებს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიჭვინთის სანატორიუმი კრემლის დაქვემდებარებაში გადავიდა, ამ გადაცემაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ ჯერი სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე მიდგებოდა.
და ასეც მოხდა, ახლა უკვე სოხუმის აეროპორტი, რომელიც 1993 წლიდან მოყოლებული გაჩერებულია, კრემლთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს, ოლეგ დერიპასკას გადაეცა საკუთრებაში. სეპარატისტული რეჟიმის განკარგვაში კი მხოლოდ გზა რჩება. მორიგ ჯერზე, რუსეთი აპირებს ოკუპირებული აფხაზეთის კიდევ ერთი ნაგლეჯის რუსეთისთვის მიერთებას, მორიგ ჯერზე არღვევს საქართველოს სუვერენინეტეტს და კიდევ ერთხელ ლახავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
საინტერესოა, რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება? იგივეს, რასაც სოხუმის ე.წ. ხელისუფლება - ოცნებობს მოსკოვთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე. ისე, სხვათა შორის, სოხუმის და თბილისის რეჟიმების რიტორიკა დასავლეთის ლაძღვის ნაწილიშიც თითქმის იდენტურია.