აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების დეპორტაცია განაახლა - The Guardian

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაახლა რუსეთის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომლებმაც საიმიგრაციო კანონი დაარღვიეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.

მედიის ცნობით, ასეთი დეპორტაცია ერთი წლის წინ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყდა.

მედია ემიგრანტების ადვოკატებზე დაყრდნობით წერს, რომ დეპორტაციის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ში ჩასული რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც მობილიზაციიდან თავის დაღწევას ცდილობდა, მიმდინარე კვირაში რუსეთში დააბრუნეს. მედიის თქმით, ახალგაზრდა კაცი იმ პირებს შორისაა, ვინც გასულ წელს შეერთებულ შტატებს თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა.

კვირის დასაწყისში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტომ განაცხადა, რომ იგი ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის, რუსების დეპორტაციას, თუმცა უცნობიa როდის განაახლა აშშ-მა რუსეთის მოქალაქეთა დეპორტაცია. 

ომი დაწყების შემდეგ, რუსეთის ბევრი მოქალაქე აშშ-ში ვიზის გარეშე ჩაფრინდა და უკანონოდ გადაკვეთა ამერიკის საზღვარი, რომლისგანაც თავშესაფარს ითხოვდნენ იმ იმედით, რომ აშშ მათ დეპორტაციას არ მოახდენდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი