"დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი კომპონენტი -  სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება" | ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ენმ-ს დესტაბილიზაციისთვის კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი სჭირდება - ეს არის მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება.

„არის გარკვეული თემები, რაზეც რადიკალურ ოპოზიციას არათუ პასუხი არ აქვს, საფუძველი არ აქვს, რაიმე ბრალდება წაუყენოს ხელისუფლებას. ხელისუფლება მოქმედებს არა ვიღაცის მოსაწონებლად, პოლიტიკურ კეკლუცობას კი არ მიჰყვება, ზუსტად იმას აკეთებს, რაც სახელმწიფო ინტერესებშია, მათ შორისაა ექიმების ჩამოყვანა. არათუ პოლონეთიდან, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ექიმების ჩამოყვანა და მუშაობა იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა გამოსწორდეს, თუკი ასეთი პრობლემები არსებობს. რასაკვირველია, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი, ამის თაობაზე საუბრობს კლინიკა, მთავრობა, ეს არყევს იმ პოზიციას და სტრატეგიას, რომელიც „ხაბეიშვილებს“ გააჩნიათ. დესტაბილიზაციისთვის აუცილებელია კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, ეს არის სააკაშვილის ცუდად ყოფნა და მასთან ექიმების არდაშვება, როდესაც ის მაგალითად, ქართველ ექიმებს არ ენდობა. ეს არის მთელი ზღაპარი, რომელიც მოიგონეს და ამ ზღაპრის მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებაში დამატებითი მუხტი შეიტანონ იმისთვის, რომ მათ აქციებზე ხალხი მოგროვდეს“, - თქვა ვოლსკიმ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი