7-8 მარტის მოვლენებმა ძალიან კარგად აჩვენა ახალი თაობის ძალაც, და ისიც, რომ მომავალი სწორედ ამ ახალგზარდებისაა. პრინციპების, იდეებისა და იდეალების ერთგული ახალგაზრდა ადამიანების. ღირებულებებისგან დაცლილი "ოცნების" ხელისუფლებისთვის კი ეს პოლიტიკური თვალსაზრისით სასიკვდილო საფრთხეა.
ეს სწორედ ის თაობაა, რომელზეც გავლენას ვერც ფულით მოიპოვებს ვინმე, ვერც დაშინებით და ვერც ავტორიტეტების ბიძური რჩევა-დარიგებებით. რუსული კანონი უკან კი გაიტანა, მაგრამ ხელისუფლება ნამდვილად იგრძნო საფრთხე და ახლა გადაწყვიტა ისევ რეპრესიებით სცადოს ამ ახალგაზრდების მოთოკოვა. ამ პროცესის ნაწილია უნვერსისტეტში ლექციის წასაკითხად პოლიციისა და პირადი დაცის თანხლებით მისული ირაკლი კობახიძეც, და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში შესული პოლიციაც.
კიდევ ერთი მიმართულება კი ამ თაობის პროპაგანდისტული გაშავებაა. საოცარია, მაგრამ პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე მონდომებით ართმებდა ამ ახალგაზრდებს მომავალს, ახლა ამ 18 წლის გოგო-ბიჭებს უწუნებს წარსულს და მათ გაშავებას გაუგონარი სისულელეებით ცდილობს.