რუსეთსა და ჩინეთს მსოფლიო წესრიგის დარღვევა სურთ - კირბი

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ.

"ჩინეთი და რუსეთი ორი ქვეყანაა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, რომელიც აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირე ქვეყნებმა შექმნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მათ თამაშის წესების გლობალურად შეცვლა სურთ", - თქვა კირბიმ Fox news-თან ინტერვიუში.

კირბიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება ამ კვირაში სი ძინპინსა და პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრას.

გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში 20-22 მარტს არის გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი