ისევ დაკარგა გონება, წონის კლება ყოველდღე ხდება - ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა ვივამედში გონება კიდევ ერთხელ დაკარგა. ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.

"ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას იღებდა ევროპის 27 სახელმწიფო და მათი გადაწყვეტილებით ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს დემარში მათი მხრიდან გამოსეირნება ხომ არ იყო. როცა ამას არაფერი მოჰყვება ცოტა უცნაური არაა? იმ ქვეყნისგან, რომელიც აპირებს, გახდეს ამ ევროპული ოჯახის წევრი. ისევ გონება დაკარგა, წონის კლება ყოველდღიურად ხდება და ადამიანი დაემსგავსა ჩონჩხს", - თქვა გიული ალასანიამ.

გარდა ამისა, როგორც გიული ალასანია ამბობს ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები საქართველოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი