"ცენზურის გამოვლინებაა" - კინოცენტრის ჟურნალი "კინ-O" 4 თვეა, არ იბეჭდება

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ჟურნალს „კინ-O“ მეოთხე თვეა, არ ბეჭდავს. ახალი ნომრის დასაბეჭდად ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და ჟურნალი 2022 წლის ბოლოს უნდა გამოცემულიყო, თუმცა დაიბეჭდება თუ არა ჟურნალი ამ დრომდე უცნობია. 

მთავარ რედაქტორი, თეო ხატიაშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე ცენზურასთან აქვს, რადგან ჟურნალის ბოლო ნომრის მთავარი თემა ხელოვნებისა და პოლიტიკის ურთიერთობა იყო. ჟურნალის რედაქტორმა სიტუაციის გასარკვევად  კინოცენტრს არაერთხელ მიმარტა, თუმცა პასუხი უცვლელია - ბიუჯეტში თანხა არ არის. თეო ხატიაშვილმა ჟურნალის დასაბეჭდად სახსრების მოძიება საკუთარი რესურსით სცადა ამ შეთავაზებაზეც პასუხად უარი მიიღო, რა კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს რომ გამოცემა ცენზურის გამო აღარ იბეჭდება.

"ჩემთვის ეს არის ცენზურის გამოვლინება. ამ ნომრის თემა გახლდათ პოლიტიკა და ხელოვნება. ხელისუფლებისთვის ბალანსის საკითხიც არაა საკმაირი, სადაც ნახსენებია "ოცნება", მათ შორის თეა წულუკიანის დანიშვნის შემდგომ კულტურის სფეროში განვითარებული ტერორისტული აქტები, ცხადია ეს მიუღებელი იქნებოდა მათთვის. როდესაც სტატიები ჩამაბარეს ავტორებმა, მაშინვე მივხვდი, რომ გარკვეული წინააღმდეგობის წინაშე იდგა ჟურნალი", - ამბობს ხატიაშვილი. 

ჟურნალი „კინ-O“, კინოცენტრის დაფინანსებით, 2019 წლიდან წელიწადში ორ ნომერს გამოსცემს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი