მთელი ევროპა გულშემატკივრობს ქართველ ხალხს, მათთვის ნათელია სად დგას "ოცნება" - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"როცა ჩვენ ვხედავთ ქართული ოცნების განცხადებებს, პროტესტი, პროტესტი და პროტესტი. ამის გარეშე არ გამოვა, ყველა ჯერზე, როცა ჩვენ დავინახავთ, რომ გადამწყვეტი და აუცილებელი არის ჩვენი შეკრება, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავდგეთ საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, სპორტსმენები თუ ხელოვანები, ყველა უნდა გავერთიანდეთ საქართველოს ისტორიული შესაძლებლობისთვის. და ბოლოს ვიტყვი,

მთელი ევროპა გულშემატკივრობს ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, მათთვის ძალიან ნათელია სად დგას ქართული ოცნება, შესაბამისად, ჩვენ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, ყველამ ერთად". 

თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი