"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვასო ურუშაძე გამოიკითხება. ის უწყებაში უკვე მივიდა.
როგორც ვასო ურუშაძე ამბობს, არ აქვს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რომელიმე უწყება დამოუკიდებლად ჩაატარებს გამოძიებას.
"მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის კლანის პირობებში რომელიმე უწყება დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოიძიებს ამ სამართალდამცველების მხრიდან, ძალის გადამეტებას, არაპროპორციული ძალის გამოყენებას, რა თქმა უნდა ილუზიაა. მაგრამ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მტკიცებულებები შევქმნათ და მას შემდეგ, რაც საქართველოს ეყოლება დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა, ჩვენ აუცილებლად პასუხი უნდა ვაგებინოთ ყველა იმ პირს, ვინც დაუპირისპირდა საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეებს", - ამბობს ვასო ურუშაძე.