ჩხენკელი ქუთაისის უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე იქნება

გამოქვეყნდა:

მთავრობის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. ამ პოსტზე ახალ მინსტრს ღარიბაშვილი დღეს, მთავრობის სხდომაზე დაასახელებს. 

მთავრობის ცნობით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა", - წერს მთავრობა.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი