"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის წევრები დღეს, 20 მარტს გერმანიის ელჩს შეხვდნენ.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებზე, 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე, ასევე, პოლიტპატიმრების საკითხზე ისაუბრეს.
"დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, გერმანიის ელჩს საქართველოში - ერნსტ პეტერ ფიშერს შევხვდით.
ვისაუბრეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებზე, ასევე, განვიხილეთ სასამართლოში არსებული პრობლემები, პოლიტპატიმრების საკითხი და 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა.
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ამ გზაზე, ღია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს", - წერს ლევან ხაბეიშვილი.