
მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილს, ილია დარჩიაშვილს და ლაშა ხუციშვილს მოუსმენს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ხუთშაბათს მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წინაშე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარდგება.
პარასკევს გაიმართება ინტერპელაცია, სადაც დეპუტატები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ.