ვინ არის და რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი

გამოქვეყნდა:

რა ნიშნით შეირჩა განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი ამილახვარი და რა ქონებას ფლობს "ქართული ოცნების" აწ უკვე ყოფილი დეპუტატი, რომელმაც მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონპროექტს, რომელმაც ქუჩაში ათასობით სტუდენტი და სკოლის მოსწავლე ქუჩაში გაიყვანა. 

ამილახვარის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, განათლების ახალმა მინისტრმა, გასულ წელს, შვილის განათლებაში 25 000 ლარი და 5 900 დოლარი გადაიხადა.

ამილახვარი, დეკლარაციის მიხედვით, ძვირადღირებული საათების, ტანსაცმლისა და მოგზაურობის მოყვარულია.

2023 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით,  გასულ წელს გიორგი ამილახვარმა და მისმა მეუღლემ, ნინო წერეთელმა, მოგზაურობაში 55 ათასი ლარი დახარჯეს, ტანსაცმელში - 40 ათასი ლარი, ხოლო ძვირადღირებულ საათებში, მხოლოდ 2022 წელს 14 600 ევრო აქვთ გადახდილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი