ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად აღიარეს, საქართველო 90-ე ადგილზეა

გამოქვეყნდა:

ბედნიერების ანგარიშის რეიტინგის მიხედვით, მეექვსე წელია, ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN გლობალური ბედნიერების ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში ბედნიერი ქვეყნების ხუთეულში დანია, ისლანდია, ისრაელი და ნიდერლანდები შედიან. რეიტინგში ბოლო ადგილზე კი ავღანეთია. საფრანგეთი წლევანდელ ანგარიშში კი  ტოპ 20-დან 21-ე ადგილზე გავიდა, საქართველო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები 2023 წლისთვის: 

1. ფინეთი
2. დანია
3. ისლანდია
4. ისრაელი
5. ნიდერლანდები
6. შვედეთი
7. ნორვეგია
8. შვეიცარია
9. ლუქსემბურგი
10. ახალი ზელანდია
11. ავსტრია
12. ავსტრალია
13. კანადა
14. ირლანდია
15. შეერთებული შტატები
16. გერმანია
17. ბელგია
18. ჩეხეთი
19. დიდი ბრიტანეთი
20. ლიეტუვა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი