"პაპუაშვილის განცხადებებს ვერ მივიღებთ სერიოზულად" | სტუდენტების პასუხი პარლამენტის თავმჯდომარეს

გამოქვეყნდა:

"პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები" - ასე მოიხსენიებს პარლამენტის თავმჯდომარე თაობას, რომელიც ქვეყნის მომავლისთვის იბრძვის და რომელიც ხელისუფლებამ სამოქალაქო პროტესტისთვის რუსთაველის გამზირზე დაარბია. 

სტუდენტები იამბობენ, რომ პაპუაშვილის განცხადებებს ვერ მიიღებენ სერიოზულად.

"შალვა პაპუაშვილი პარლამენტს თავმჯდომარეობასთან ერთად, არის ლექტორი. და მას შეექმნება უხერხულობა და დისკომფორტი, როდესაც ის შევა აუდიტორიაში და დაჯდება იმ სტუდენტების პირისპირ, რომლებსაც ის ღიად ცილს სწამებს, აბრალებს, რომ არიან დაქირავებულები, ემსახურებიან და ატარებენ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. თუმცა, ჩვენ, ახალგაზრდები, მათ შორის თუნდაც შალვა პაპუაშვილის სტუდენტები, რეალურად ატარებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამბობს სტუდენტი დავით ჩხობაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი