ევროკავშირი თურქეთის აღსადგენად 1 მლრდ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი თურქეთის აღსადგენად 1 მლრდ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა კონფერენციაზე განაცხადა

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით მიწისძვრების შემდეგ თითქმის მაშინვე გახდა შესაძლებელი სტიქიური უბედურებებით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის დახმარების გაწევა.

"ევროკავშირმა, მისმა წევრმა ქვეყნებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა ერთობლივად აიღეს მტკიცე ვალდებულება. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მხოლოდ ევროკომისია დაეხმარება თურქეთს ერთი მილიარდი ევროთი გამოჯანმრთელებისთვის", - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

გარდა ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, 180 მლნ ევრო იქნება მიმართული სირიის ჰუმანიტარულ დახმარებასა და რეკონსტრუქციაზე, რაც შეავსებს უკვე გამოყოფილ 21 მლნ ევროს დახმარებას.

თებერვლის დასაწყისში მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რომელიც თურქეთსა და სირიას შეეხო, 52 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი