სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი - გახარია

გამოქვეყნდა:

სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი, - საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ამის შესახებ "Twitter-ზე" დაწერა.

სასიამოვნო იყო სახელმწიფო მდივან პომპეოსთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და ახალ სფეროებში თანამშრომლობაზე საუბარი. მე მას მადლობა გადავუხადე ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისათვის და ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესახებ, – წერს პრემიერმინისტრი "Twitter-ზე".

 მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყურადღებას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს, საქართველოს მთავრობის განცხადებაში ძირითადი აქცენტი პანდემიასთან ბრძოლის საკითხებს დაეთმო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი