
სამთავრობო ცვლილება ფერადი თაობის დასასჯელად. განათლების მინისტრობა და "ჯენ ზის" მეთვალყურეობა უმრავლესობის წევრს, გიორგი ამილახვარს ჩააბარეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ერთ-ერთია იმ 78-თაგან, რომელმაც რუსულ კანონს პირველი მოსმენით ხმა მისცა.
განათლების ახალი მინისტრის საპარლამენტო აქტივობებიდან და განცხადებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მისი დამოკიდებულება იყო ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული მარიტა მეფარიშვილის შესახებ: - "მოზარდს ვაკის პარკში უმეთვლყურეოდ რა ესაქმებოდა". და ახლა სწორედ მოზარდების, სტუდენეტბისა და ლექტორების მეთვალყურედ უმრავლესობამ სწორედ ამილახვარი, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატი გაამწესა.
რუსული კანონის საპროტესტო აქციების შემდეგ ახალგაზრდებისა და მოსწავლე-სტუდენტების კონტროლი "ქართული ოცნებისთვის" პრიორიტეტი ხდება. გავრცელებული ინფორმაცია სხვა სამთავრობო ცვლილბებეზე ამ ეტაპზე დაპაუზებულია. ჯერჯერობით პოსტს ინარჩუნებს ზურაბ აზარაშვილი, რომელიც ჯანდაცვიდან ფინანსთა მინისტრად უნდა გადასულიყო, ხოლო მედიცინაზე ზრუნვა თეა წულუკიანმა უნდა ჩაიბაროს. და ამ ცვლილებების დროებით შეჩერებას კონკრეტული მიზეზები აქვს.