აღარც უმრავლესობა და აღარც სადეპუტატო მანდატი. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატების უმეტესობა საკანონმდებლო ორგანოსაც ტოვებს, თანაც დუმილით, რომ "ქართულ ოცნებას" დისკომფორტი არ შეუქმნას.
რუსული კანონისთვის ხმა არ მიუციათ, თუმცა საჯარო პროტესტი ამ დრომდე არ გამოუთქვამთ დავით სერგეენკოს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას. ჩიჩიბაია შესაძლოა თავდაცვის მინისტრის მოადგილეც კი გახდეს. ერთა-ერთმა პირველმა უფლებმოილების შეწყვეტა ირაკლი კოვზანაძემ მოითხოვა.
ჯერ კიდევ გაურკვეველია, რას გადაწყვეტენ საბოლოოდ ელგუჯა გოცირიძე, დავით სონღულაშვილი და ნინო იობაშვილი. ფაქტია, წასულებისგან ოცნება კვლავ მორჩილებას ითხოვს იმისთვის რომ მათი ადგილმონაცვლეები იოლად მოძებნოს და რიგები არ შეუთხელდეს.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი