
არის თუ არა პუტინი ომის დამნაშავე? - ჰააგის ტრიბუნალის ორდერის მიუხედავად "ქართული ოცნება" ვერ პასუხობს ამ მარტივ შეკითხვას. ბავშვების გატაცებასა და ომის დანაშაულში ბრალდებული დიქტატორის შესახებ ამ შეფასების გამოყენება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც და სხვა წევრებსაც უჭირთ.
"ქართული ოცნების" წევრი იურისტებიც კი რომლებსაც ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეთ, რას ნიშნავს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერი, დუმან და ამ დუმილის სავარაუდო მიზეზი შიდა პარტიული მოთხოვნაა. არცერთი კრიტიკული სიტყვა პუტინის შესახებ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის დირექტივა, რომელსაც "ქართულ ოცნებაში" ყველა უსიტყვოდ ემორჩილება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი