საქართველო ირჩევს ევროკავშირს: ცეკვით გამარჯვებამდე! - ამ სახელწოდებით აქცია 31 მარტს, პარლამენტთან ჩაინიშნა.
მარტის პროტესტმა რუსული კანონის წინააღმდეგ გამარჯვების რწმენა დაგვიბრუნა. ქართველი ხალხის გმირულმა სულისკვეთებამ, გაუტეხელობამ და ერთიანობამ მძლავრი მესიჯი გაუგზავნა ევროკავშირს - რომ საქართველო ნამდვილად ცოცხალი და დამოუკიდებელია.
31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღეს, მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ. ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნების გზა დღეს ევროინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაციის გზაზე კი ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
ბრძოლა გრძელდება!ვიკრიბებით გამარჯვების რწმენით!
სირენების საპასუხოდ, ჩვენ ერთად ვიცეკვებთ.
ხელისუფლების მხრიდან ხალხის დაყოფის და იარლიყის მიწებების საპასუხოდ, ჩვენ ვიდგებით ერთმანეთის სიყვარულით.
ტროლ-ბოტების გააქტიურების საპასუხოდ, ჩვენ დავინახავთ ერთიანობას ქუჩაში.
საქართველო ირჩევს ევროკავშირს!
საქართველო ცოცხალი და დამოუკიდებელია" - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.