დავით კეზერაშვილის საქმეზე სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. კეზერაშვილს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს ანაზღაურების გადახდა დააკისრა. კეზერაშვილს,ასევე, დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ბაჟის გადახდა 3 000 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სააპელაციომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა. თავდაცვის სამინისტრომ ნინუას 5 000 ლარი უნდა გადაუხადოს.

მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ 27 თებერვალს გავიდა.

შეგახსენებთ,  რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს და კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს  მისივე ყოფილი უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და ამტკიცებს, რომ სახელმწიფოს მისი კონკრეტული ქმედებების შედეგად ფულადი ზიანი მიადგა.

პირველმა ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მლნ ევროს გადახდა დააკისრა, რომელიც თითქოს  ფიქტიურ წვრთნებში გაიფლანგა, თუმცა სამხედრო სწავლებები რომ რეალურად ჩატარდა, ეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ვიდეომასალითაც დასტურდება. დაცვის მხარის თქმით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მისი მიზანი ტელეკომპანია "ფორმულასთვის" პრობლემების შექმნაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი