მარტის აქციებთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან უმკაცრესი წერილი მიიღო - 3 პარტია

გამოქვეყნდა:

სამი პარტიის "დროას", "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მკაცრი წერილი მიიღო, რომელიც მარტის აქციებს შეეხებოდა. ამის შესახებ განცხადება ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

"გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტიდან მიიღო უმკაცრესი წერილი, რომელიც მარტის საპროტესტო აქციებს ეხება და კერძოდ, ძალიან მკაცრი გაფრთხილებას, რომ მშვიდობიანი პროტესტანტების უფლებები იყოს სრულად დაცული. ასევე ძალიან მკაცრადაა საუბარი იამზე, რომ კანონის დღის წესრიგში დაბრუნებაზე ფიქრიც კი დახურავს საქართველოსთვის ყველანაირ პერსპექტივას და ამისთვის საქართველოს მთავრობა დაისჯება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი