სახ. დეპის ანგარიში ეყრდნობა მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ელიტურმა NGO-ებმა მოამზადეს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, სადაც ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ეყრდნობა ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტური მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებზე. 

მისივე თქმით, ეს დასკვნები ე.წ. ელიტურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს.

"მე გავეცანი ძალიან მოკლედ ანგარიშს და ძირითად აქცენტებს რაც გამოკვეთილია, მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ანგარიში ძირითადად ეყრდნობა იმ ინფორმაციებს, რომლებიც მიწოდებული იყო არაობიექტური, მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებზე, რომელიც მომზადდა ე.წ. ელიტური, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. თქვენ მიერ ნახსენები [5 ივლისი, აფგან მუხთარლის საქმე] ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს და ეს არის მხოლოდ სპეკულაციები, ცალკეული, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ დასკვნებს და ანგარიშს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც როცა მაგალითად ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, მკვლელობა, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა, არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა, მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომლებიც მაგალითად სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისი განცხადებით, სახ.დეპი ეყრდნობა ანგარიშებს, რომლებიც არა ფაქტებს, არამედ მოგონილ, ცრუ ინფორმაციებს ეყრდნობიან. იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი