
"ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჩვენი ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედია საშუალებებს, ყველგან. [...]
თქვენ წარმოადგენთ ტვ პირველს, რომელიც არის ძალიან კრიტიკული, ხშირად, უმეტესწილად, თქვენ არ ეყრდნობით ფაქტებს, არ ამოწმებთ ფაქტებს და საზოგადოებას ესაუბრებით ტყუილებით, ტყუილებს ავრცელებთ, მაგრამ ეს ნორმალურია, ეს არის დემოკრატიის ნაწილი, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ამ ყველაფერს ვუპირისპირებთ სიმართლეს და სიმართლეს ვერცერთი ანგარიში ვერ აღუდგება წინ".
თქვა პერემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.