კორუფცია და ნეპოტიზმი ბათუმში - ხარაზი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კორუფციული გარიგებები ქართული ოცნების შემომწირველ კომპანიებთან. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან რეზო ხარაზი აცხადებს, რომ  ქართული ოცნების დამფინანსებელი კომპანიები ყველა ტენდერში იმარჯვებენ. დეპუტატს მაგალითად მოჰყავს "შპს გზა", რომელიც წლებია მმართველი პარტიის შემომწირველია. კომპანიას ბათუმის მერიამ სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 26 მილიონი ლარი გამოუყო, რაზეც ხარაზი ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ შეთანხმებას. მისი განცხადებით, ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები ანალოგიური მიდგომით ტარდება და დაახლოებულ კომპანიებს არ მოეთხოვებათ ხარისხი, რის გამოც უკვე რეაბილიტირებული ქუჩები სავალალო მდგომარეობაშია. მან შესაბამისი ფოტოსურათებიც წარმოადგინა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი