
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, მოქალაქის მიმართ დეპუტატ დიტო სამხარაძის მუქარას გამოეხმაურა და თქვა, რომ "შეიძლება, სამხარაძე წყობილებიდან გამოიყვანეს".
კითხვაზე პასუხისას ვოლსკი კვლავ კრიტიკულ მედიას დაესხა თავს და ჟურნალისტები მუქარას, ბავშვების დაშინებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.
"გლავკანალის მთელი პოლიტიკა აგებულია, რომ ვიღაცას დაემუქრო, ვიღაცას შეუვარდე. თქვენი პოლიტიკაა სახლში შევარდნა, ბავშვების დაშინება, კივილ-წივილი, ფიზიკური ანგარიშსწორება. ნუ მეკამათები, რომ გპასუხობ, კეთილი ინებე და მომისმინე.
დაგმარხავ ევროპაში არ ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის იმას და ზოგადად ნუ მაადვოკატებთ იმ თემასთან დაკავშირებით. არ ვიცი, შეიძლება წყობილებიდან გამოიყვანეს რაღაც თქვა. თემასთან დაკავშირებით იმან შეიძლება გადაცდომა მოახდინა, ნერვებს აჰყვა", - თქვა გია ვოლსკიმ. [სტილი დაცულია]
შეგახსენებთ, მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატ, დიტო სამხარაძესთან მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ სამხარაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.