
მე რამდენადაც ვიცი დიტო სამხარაძემ უარყო ასეთი მუქარა, თუმცა ის უპასუხებს ბუნებრივია ამ შეკითხვას მე გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცმა. როგორც ვიცი, ფეისბუქზე გაავრცელა შესაბამისი განცხადება - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობახიძე მისი თანაპარტიელის, დიტო სამხარაძის მუქარის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას. კობახიძის თქმით, სამხარაძე ამ ყველაფერს უარყოფს, თუმცა თავად კობახიძე ამბობს, "ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია" რადიკალური ოპოზიციის მხრიდანაა ინიცირებული:
"რაც შეეხება ზოგადად მუქარას და ბულინგს და ა.შ. მე შეგახსენებთ ერთ რამეს, რომ ეს ლიბერალურ-ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებს საქართველოში, არის სწორედ ინიცირებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მე ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს ფაშისტური კამპანიის წარმოებისგან.
დიტო სამხარაძეს აქვს თავისი დამოკიდებულება ნაცმოძრაობისადმი, რასაც აქვს კონკრეტული საფუძველი, კონკრეტული მიზეზი და ეს საფუძველი და მიზეზი მე აბსოლუტურად მესმის. აქ საუბარია ისეთ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც გამორჩეოდა ადამიანების წამებით, ათიათასობით ბიზნესმენი დაარეკეტეს, რუსეთს ჩააბარეს ტერიტორიების 20%... " ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, მოქალაქე ნუგზარ სულაშვილმა სოციალ ქსელში "ქართული ოცნების" დეპუტატ, დიტო სამხარაძესთან მიმოწერა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ სამხარაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.