მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს ქართველ მწერლებს, რომლებიც ბოლო დღეებში სახელისუფლებო ტროლ-ბოტების თავდასხმისა და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებების გამო:
"ჩემი სოლიდარობა საქართველოს სიამაყეებს - დათო ტურაშვილს, გიორგი კეკელიძეს და დათო გორგილაძეს.
სიძულვილის მანქანა უნდა შევაჩეროთ." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.