მიხეილ სააკაშვილმა წონაში კიდევ დაიკლო. გიული ალასანიას თქმით, მდგომარეობა კატასტროფულია და მესამე პრეზიდენტი ახლა 62 კგ-ს იწონის:
"ჯანმრთელობის მდგომარეობა მე რომ მკითხოთ კატასტროფულია, კიდე დაუკლია და 62 კილოა. უკანასკნელი ჩემი ინფორმაციით იყო 64, ახლა 62 კილოა. დილიდან დღის პირველი ნახევარი არის ხოლმე რთული. სისუსტე აქვს საშინელი, გუშინწინ იყო მგონი გული რომ წავიდა, ეს ყველაფერი წონის გამოა." ამბობს ალასანია.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ამ დრომდე ელოდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ნებართვას ვივა მედში პოლონელი ექიმების დაშვების თაობაზე.
გიული ალასანიას თქმით, მხოლოდ რატი ბრეგაძის დაპირება ვერ იქნება ექიმების შემოყვანის წინაპირობა.