პრემიების და დანამატების გაცემა დაუსაბუთებლად ხდება - ISFED-ს ანგარიში ცესკო-ზე

გამოქვეყნდა:

სამართლიანი არჩევნები დღეს, 27 ივლისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონიტორინგის შედეგების ანგარიშს წარადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის მომზადებული დოკუმენტი 2016-2019 წლებში ცესკო-ს თანამშრომლების ანაზღაურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.

სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში დანამატებისა და პრემიების გაცემა, ძირითად შემთხვევებში, დაუსაბუთებლად ხდება.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით პრობლემატური ისაა, რომ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რის საფუძველზე, რა კრიტერიუმებით და რა პერიოდულობით ხდება თანამდებობრივი სარგოს გაზრდა. მისი მოსაზრებით, ეს ან საკანონმდებლო თუ საარჩევნო ადმინისტრაციის რეგულაციით, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი