სი ძინპინსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს - CNN

გამოქვეყნდა:

ჩინეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის საუბრის დაგეგმვის მიზნით დისკუსია მიმდინარეობს - ინფორმაციას CNN უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასთან წყარო აღნიშნავს, რომ "კონკრეტული არაფერია დაგეგმილი".

უკრაინელი მაღალჩინოსნის თანახმად, საუბრის შემთხვევაში, სი ძინპინი და ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო გეგმის შესახებ პეკინის წინადადებას განიხილავენ.

იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება შედგება, ეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერს შორის პირველი საუბარი იქნება.

სი ძინპინი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხვდება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რამდენიმე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებდა, რომ სი ძინპინი ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი