
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსეთმა შავ ზღვაში ორი რაკეტმზიდი შეიყვანა, რის გამოც, სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია.
"საბრძოლო მორიგეობაზე დგას ორი ზედაპირული ხომალდი, რომელთა აღჭურვილობამ შეიძლება 16 კალიბრს მიაღწიოს." ნათქვამია შეტყობინებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსებმა შავი ზღვიდან არაერთხელ უკვე დაბომბეს უკრაინის ტერიტორია „კალიბრებით“.