"სწორი არ არის, უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელვყოთ" | სარჯველაძე ნაცვლიშვილს

გამოქვეყნდა:

"ქალბატონი ანა, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი დროის ციციკორედ, თავის რაღაც პედესტალს დადგამს ხოლმე, როგორც ითქვა ეს არაერთხელ და შემდეგ დადგება და უაპელაციოდ ლანძღავს ყველას. ეს არ ვიცი რა ფასონია თუ რა სინდრომია. არც ისეთი მიდგომა ვარგა, რომ თუნდაც, ადამიანის უფლებებზე ვილაპარაკოთ და რაღაც ფასონები შევიმუშაოთ და კლიშეების დანერგვით ვიყოთ დაკავებული. არამც და არამც სწორი არ არის ეს, როდესაც თუნდაც სხვას რომ საყვედურს ეტყვით, რომ არჩეული რაღაცა სტერეოტიპებით უნდა ვიმსჯელოთ ერთი მიმართულებით, რაც ჩვენთვის საინტერესოა ვიღაცის უფლება დავიცვათ და არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირებულებები კონსტიტუციით, ზოგადსაკაცობრიო, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია საერთოდ უგულებელვყოთ. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცუდად გამოიყურება იმიტომ, რომ განცხადებები არის არაკომპეტენტური"

- ასე მიმართა "ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ "ლელოს" წევრ ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც თქვა, რომ სირცხვილია, როდესაც ძალადობის მსხვერპლ ქალების მიმართ ნდობა არ აქვთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი