მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა და რუსული კანონი | თათია ნიკოლაშვილის სიტყვით გამოსვლა სტრასბურგში

გამოქვეყნდა:

რუსული კანონი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა - ამ საკითხებთან დაკავშირებით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა თათია ნიკოლაშვილმა ისაუბრა.

„პოზიტიური ცნობაა პუტინის ომის დამნაშავედ გამოცხადება და მისასალმებელია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ ფაქტობრივად კრემლში გამოკეტა ტერორისტი პუტინი.

ამის პარალელურად კი, კრემლიდან მართულ ხელისუფლებასა და ივანიშვილს, მძევლად ჰყავს აყვანილი, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი - მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიოს დასანახად წამებით კლავს მას. არ უნდა დავუშვათ პროდასავლელი, რეფორმატორი ლიდერის მკვლელობა პუტინის საამებლად.

ასევე, ივანიშვილს პატიმრობაში ჰყავს თავისუფალი მედიის დირექტორი - ნიკა გვარამია, - თქვა მან

ნიკოლაიშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის გენოციდზე საქართველოსა და უკრაინაში. ასევე შეეხო 7-8 მარტს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ქართველი ხალხის პროტესტმა შედეგი გამოიღო და „ქართულ ოცნებას“ არ მისცა საშუალება, რომ მიეღოთ „რუსული კანონი“;

„რუსეთის აგრესია და გენოციდი არ არის ახალი ცივილიზებული სამყაროსთვის, უბრალოდ რიგ შემთხვევებში, ბიუროკრატები ამაზე თვალს ხუჭავდნენ და თვლიდნენ, რომ ეს მათ არ ეხებოდათ.

მე ვარ საქართველოდან, რომლის 20% ოკუპირებული აქვს პუტინის რუსეთს. მათ გადაწყვიტეს გაენადგურებინათ უკრაინა, აეღოთ კიევი და საბოლოოდ დაეპყროთ მეზობელი სახელმწიფო, თუმცა პუტინი შეცდა, მთელი მსოფლიო გაერთიანდა მისი ბოროტების წინააღმდეგ, სადაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება.

ამასობაში, 7-8 მარტს მსოფლიომ იხილა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი, რომელიც დაუპირისპირდა „რუსულ კანონს“, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობითა და პროტესტით, რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს მოუწია ამ კანონის უკან წაღება" - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი