ისეთ დღეში ნუ ჩაგვაგდებთ, რომ საერთოდ გავჩერდეთ - კლუბების და ფესტივალების მიმართვა მთავრობას

გამოქვეყნდა:

კლუბების, ფესტივალებისა და ბარების მფლობელები მთავრობას ოფიციალური განცხადებით მიმართავენ. განცხადების ხელმომწერები რეგულაციების ისე განსაზღვრას ითხოვენ, რომ საქმიანობის სრულფასოვნად განახლება შეძლონ. მიმართვაში ნათქვამია, რომ კლუბებსა და ბარებს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება არ მიუღიათ და საქმიანობის შეზღუდვის შემთხვევაში, დაწესებულებების ნაწილი საერთოდ გაქრება, ათასობით თანამშრომელს კი სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

ჩვენ არ ვითხოვთ რაღაც განსაკუთრებულ მიდგომებს თუ დახმარებას, უბრალოდ, როგორც მინიმუმ, ისეთ დღეში ნუ ჩაგვაგდებთ, რომ საერთოდ გავჩერდეთ, - ამბობს "Altervision Group"-ის წარმომადგენელი დათო ცინცაძე, რომლის თქმითაც სახელმწიფომ ისინი სრულიად ქაოტური რეგულაციების გამოცემის შემდეგ, თითქოს წაახალისა და შემდეგ დააჯარიმა. 

განცხადების ხელმომწერები უფლებამოსილ უწყებებთან შეხვედრასაც ითხოვენ.  

ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ სასწრაფოდ შევხვდეთ უფლებამოსილ სტრუქტურებს, რომ ამ პარასკევიდანვე მოგვეცეს საქმიანობის გაგრძელების საშუალება. ძალიან ბევრი ადამიანი, თუ ამ ვიქენდზევე არ ჩატარდება ივენთები, დარჩება ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე. ნორმალურ ქვეყნებში სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოყოფს იმისთვის, რომ კონკრეტულად ეს ინდუსტრია და მასში მომუშავე ადამიანები გადარჩნენ, - ამბობს კომუნა "მზესუმზირას" დამფუძნებელი ვახო ქავთარაძე. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ფესტივალი იმის გამო ჩაიშალა, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ფესტივალის ორგანიზატორებს საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მისცეს. ასევე რამდენიმე ფესტივალი შრომის ინსპექციამ რეგულაციების სათანადოდ შეუსრულებლობის გამო 10-10 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი