"თქვენ შესახებ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: რომ ხართ მოღალატე და უპრინციპო, რომელმაც არ დაიცავით ქალები" | თაზო დათუნაშვილი წილოსანს

გამოქვეყნდა:

"თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: ის რომ ხართ მოღალატე, რადგან რუსულ კანონს დაუჭირეთ მხარი და ის რომ ხართ უპრინციპო და უმორალო თვალთმაქცი, რომელმაც საჭირო დროს არ დაიცავით ის ქალები, ვისაც ეს თქვენგან სჭირდებოდათ", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრი თაზო დათუნაშვილი წერს და "ქართული ოცნების' წევრს, ნინო წილოსანს მიმართავს.

სექსუალური ხასიათის ძალადობა არ არის საღლიცინო და სალაზღანდარო თემა - მაგრა ტეხავს ეგ ამბავი !!! ასეთი ამბის გაგებისას, უარეს შემთხვევაში კაცებს ეს ღლიცინი გვახასიათებს, უკეთეს შემთხვევაში კი დუმილი და ეს ამბავიც მაგრა ტეხავს! სექსუალური შევიწროვება უდიდესი სიბინძურეა და არაფრით არ პრავდება. ის მორალურად ანადგურებს ადამიანს !!! ასეთ სიბინძურეს არც პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არც პრეფერენციები, ყველა ღორია და ყველა უმკაცრესათ უნდა დაისაჯოს.

ჩემი უპირობო სოლიდარობა მაკო ჯაბუას, იმიტომ რომ მაგარი გოგოა, იმიტომ რომ გაბედა, იმიტომ რომ ძალიან რთულია და მან ეს შეძლო. მადლობა ამ ნაბიჯისათვის, მხოლოდ ასე გახდება ეს საზოგადოება იმაზე უკეთესი ვიდრე ის არის. აგრეთვე სოლიდარობა ყველა სხვა ქალს, ვინც ამ ბანძი ტროლის შევიწროვების მსხვერპლი იყო.

აგრეთვე, ჩემი სრული სოლიდარობა ჟურნალისტ გვანცა ბუდაღაშვილს, ანანია გაჩეჩილაძეს და მსახიობ ანანო იაშვილს.

ეხლა მინდა მხოლოდ ერთ ადამიანს მივმართო, ვისი პოზიციაც შემაძრწუნებელი იყო დღეს - ქალბატონი წილოსანი პარლამენტში გენდერულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ყელმოღერებული საუბრობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მოწყვლადობაზე, ქალთა უფლებებზე და დღეს აი ეს თქვა ამ ფაქტზე !!! მე შემრცხვა ამ ქალის მაგივრად !!! მე შემრცხვა რომ იმდენი ემპათია, სოლიდარობა ან უბრალოდ ადამიანურობა არ ეყო, რომ ეს გოგონა და სხვები უპირობოთ დაეცვა !!! ნინო წილოსანი • Nino Tsilosani

ესე როგორ გამოგშიგნათ მაგ ცახესმა, რომ კაცზე, რომელიც თქვენი ჯიბის სასამართლოს ორმა ინსტანციამაც კი სექსუალურ მოძალადედ სცნო და ასეთი კაცის დაგმობასაც კი ვერ ბედავთ, რადგან ის თქვენი პატრონის საყვარელი პროპაგანდისტია !!!

გავა ძალიან ცოტა ხანი ქალბატონო ნინო, თქვენ მოშორდებით ხელისუფლებას. პირადად თქვენ დაუბრუნდებით თქვენს ფუჭ არსებობას და მარადიულ ამაოებას და თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: ის რომ ხართ მოღალატე, რადგან რუსულ კანონს დაუჭირეთ მხარი და ის რომ ხართ უპრინციპო და უმორალო თვალთმაქცი, რომელმაც საჭირო დროს არ დაიცავით ის ქალები, ვისაც ეს თქვენგან სჭირდებოდათ, - წერს დათუნაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი