რუსეთმა კიევის რეგიონი ირანული "კამიკაძე დრონებით" დაბომბა - წინასწარი მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

22 მარტს ღამით რუსეთი უკრაინის რამდენიმე რეგიონს ირანული "შაჰიდით", ე.წ. კამიკაძე თვითმფრინავებით დაესხა თავს. 

როგორც კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება, უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად, რეგიონში რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

"ამჟამად ცნობილია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ. ინფორმაცია ზუსტდება",- წერს უკრაინული მედია კიევის რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით. 

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. დაზარალებულებს უტარდებათ საჭირო დახმარება. ხანძარი ლოკალიზებულია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი