უკრაინაში "დუმის" 20 დეპუტატი დაუსწრებლად გაასამართლეს 

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაუსწრებლად გაასამართლეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატი. მათ ბრალდება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფისთის ჰქონდათ წარდგენილი. 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დუმის 20 დეპუტატს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა. 

"ჩერნივცის საოლქო პროკურატურის პროკურორების საჯარო ბრალდების თანახმად, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 20 დეპუტატი დამნაშავედ ცნეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილი)",- ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, სრულმასშტაბურ შემჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 15 თებერვალს, მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას - რომლის მიხედვითაც მიმართეს პუტინს თხოვნით, განეხილა ე.წ. "დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების" სუვერენული აღიარების საკითხი. 

22 თებერვალს მათ ხმა მისცეს აგრესორ ქვეყანასა და ფსევდორესპუბლიკებს შორის "მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რაც კრემლმა გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი