მთაწმინდიდან რუსთაველზე ჩამოსვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი - კალაძე საბაგიროზე

გამოქვეყნდა:

"იცით, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება 2021 წელს დავიწყეთ და ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება ჩვენი ქალაქისთვის, როდესაც აღნიშნული პროექტი დასრულდება. 2023 წლის ბოლოსთვის, ვფიქრობ, სამუშაოები მთლიანად უკვე დასრულებული იქნება და ჩვეულებრივად მგზავრებს მოემსახურება.

მთაწმინდის ფერდზე მიმდინარეობს ახალი სადგურის მოწყობითი სამუშაოები, გარკვეული სირთულე იყო აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რის გამოც მოგვიწია რამდენიმე ოჯახის გასახლება, რათა სამუშაოები უსაფრთხოდ განხორციელებულიყო სამუშაოები და შემდეგ უკვე ექსპლუატაციაში არანაირი პრობლემა და საფრთხე არ შექმნილიყო ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის. 

4 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი მთაწმინდიდან ჩამოსვლა რუსთაველზე და პირიქით, რუსთაველიდან მთაწმინდაზე ასვლა. ერთი საათის განმავლობაში დაახლოებით 1 100 მგზავრს მოემსახურება აღნიშნული საბაგირო". 

თქვა თბილისის მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი